კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო მარადონა, რონალდო ნაზარიო, პაოლო მალდინი
Aa
Aa

„კრიშტიანუ დიადი თავდამსხმელია, მაგრამ“ | მალდინიმ ურთულესი მეტოქეები დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, პაოლო მალდინიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა. მალდინიმ დიეგო მარადონა და რონალდო გამოარჩია და ახსნა, კრიშტიანუ რონალდუ მათ გვერდით რატომ არ იმყოფება.

„დიეგო მარადონა და რონალდო უძლიერესები იყვნენ და მადლობა ღმერთს, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია. კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ მის თამაშში შედარებით ნაკლები ჯადოქრობაა, ვიდრე ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების თამაშში.

სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ისინი მაინც ჩემზე სწრაფები იყვნენ. დიეგო ძალიან კარგი ადამიანი იყო. როცა ის დიდების დარბაზში შეიყვანეს, შემრცხვა, რადგან ფეხებში ხშირად ვურტყამდი და მოგვიანებით, ამის გამო, ბოდიში მოვუხადე“.

შეგახსენებთ, რომ მალდინის „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირის ეგიდით, 901 მატჩი აქვს გამართული. მის ანგარიშზე 33 გოლი და 43 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს