ბარსელონა, ბაიერნი, ჩავი ერნანდესი, იოზუა კიმიხი
Aa
Aa

ზუბიმენდი თუ კიმიხი? ჩავის შეუძლებელი ოცნება

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთი ტოპ ნახევარმცველის დამატებას ეცდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელი ჟურნალისტი ჩავი მიგელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

კატალონიურ გრანდს ორი არჩევანი აქვს. ზუბიმენდი და იოზუა კიმიხი. „ბლაუგრანაში“ ზუბიმენდის გამოსასყიდი თანხის გადახდას განიხილავენ, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო კიმიხის ტრანსფერი საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

გერმანელი ფეხბურთელი ჩავის შეუძლებელ ოცნებად მოჩანს. ტრანსფერი რეალური მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ნაბიჯებს თავად კიმიხი გადადგამს. მას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ ზაფხულში „ბარსელონა“ მეტ ტოპ ტრანსფერს არ განახორციელებს და აქცენტი თავისუფალ აგენტებზე ექნება. მაგალითისთვის შეგვიძლია გიუნდოგანი მოვიყვანოთ, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულება ეწურება და გული კატალონიისკენ მიუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა დაისაჯოს“ - კაზემირომ ვინისიუსს მხარი დაუჭირა
“ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა დაისაჯოს“ - კაზემირომ ვინისიუსს მხარი დაუჭირა