ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვალენსიას ოფიციალური განცხადება | ვინისიუსი რეალის დატოვებაზე დაფიქრდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც „რეალთან“ გამართული მატჩისას მომხდარ სკანდალს უკავშირდება. „ღამურების“ ქომაგებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ.

„ვალენსიამ“ რასიზმი კატეგორიულად დაგმო და განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების ანალიზი მიმდინარეობს, რათა დამნაშავეთა იდენტიფიცირება, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს. „ღამურებმა“ ერთი გულშემატკივრის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და სამართალდამცველებთან თანამშრომლობას განაგრძობენ. კლუბი აპირებს, რასისტი ქომაგები სამაგალითოდ დასაჯოს და „მესტალიაზე“ შესვლა სამუდამოდ აუკრძალოს.

ვინისიუს ჟუნიორის გარშემო შექმნილ ვითარებას რაც შეეხება, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელ ფეხბურთელს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. პერესმა ვინისიუსს შეატყობინა ნაბიჯების შესახებ, რომლებიც „სამეფო კლუბმა“ მის დასაცავად გადადგა და განუცხადა, რომ „ბლანკოსი“ ყველაფერის გააკეთებს, რათა მსგავსი ამაზრზენი სიტუაცია არ განმეორდეს.

საინტერესოა, რომ ბრაზილიური პრესის ცნობით, ვინისიუს ჟუნიორი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებს და გეგმავს, „რეალიდან“ წასვლით დაიმუქროს. ბრაზილიელი ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობს და რადიკალური ზომების მიღებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე