გიორგი მამარდაშვილი, ჯასტინ კლუივერტი
Aa
Aa

„ბრავო გიორგის, გამარჯვებას მას უნდა ვუმადლოდეთ“ - ჯასტინ კლუივერტი

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი მეკარე მატჩის მეფედ დაასახელეს! გიორგი მამარდაშვილმა „სამეფო კლუბთან“ 5 სეივი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ვალენსიას“ შემტევმა, ჯასტინ კლუივერტმა ქართველი მეკარის თამაში შეაქო.

რა თქვა კლუივერტმა:

ძალიან ბედნიერები ვართ, მესტალიაზე საოცარი ატმოსფერო იყო და სიგიჟე ხდებოდა. სამი ქულა მოვიპოვეთ და ესაა ყველაზე მთავარი. გიორგი მამარდაშვილი საოცარი იყო. ჩემთვის, ის მატჩის MVP-ია. შესანიშნავი სეივები შეასრულა.

დღევანდელი გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, მაგრამ ზედმეტი ზეიმი კარგი არ არის. რამდენიმე დღეში „მალიორკას“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. სამი ფინალის ტოლფასი თამაში გვაქვს დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-13 ადგილზე აღზევდა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „მალიორკასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა