გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: საგოლე პასებით ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა კონფერენს ლიგის 2022-23 წლების სეზონის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ზეკი ამდუნი (ბაზელი) და არტურ კაბრალი (ფიორენტინა) 7-7 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობენ. ფინალში „ფიორენტინა“ „ვესტ ჰემს“ შეხვდება, რაც კაბრალისთვის კარგი შანსია, რომ კონფერენს ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანოს. მეორე პოზიციაზე მიხაილ ანტონიო (ვესტ ჰემი), უგო კეიპერსი (გენტი) და ლუკა იოვიჩი (ფიორენტინა) არიან, მათ აქტივში 6 გოლია.

საგოლე გადაცემების რაოდენებოთ „ფიორენტინას“ მარცხენა მცველი კრისტიანო ბირაგი 6 პასით პირველზეა, მეორე ადგილს მისი თანაგუნდელი კრისტიანო კუამე 5 საგოლე პასით იკავებს, მას მხოლოდ 1 საგოლე პასით ჩამორჩება ბრატისლავას „სლოვანის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. ქართველი ლეგიონერის მსგავსად მაგნუს ერიკსონის (იურგორდენი), მიკაელ იშაკის (ლეხი), იესპერ კარლსონის (ალკმაარი), მიხაელ ლანგისა (ბაზელი) და დარიან მალესის (ბაზელი) ანგარიშზე 4 საგოლე პასია.

კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ მერვედფინალში „ბაზელთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ასპეზობას გამოეთიშა. სლოვაკურ კლუბში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ჩაკვეტაძემ ბრატისლავურ კლუბში იჯარით ერთი სეზონი გაატარა, თუმცა შესაძლოა შემდეგი სეზონიც „სლოვანში“ გაატაროს.

მსგავსი სიახლეები