ნიუკასლი, ლიდსი, ედი ჰაუ
Aa
Aa

უსიამოვნო ფაქტი - გულშემატკივარი ედი ჰაუს დაუპირისპირდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლიდსმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ეს ის ანგარიშია, რომელიც არცერთ გუნდს არ აწყობდა.

„ლიდსი“ პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო „ნიუკასლი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის.

მატჩის მიმდინარეობისას არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. სტადიონზე მასპინძელთა გუნდის გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ედი ჰაუს(„ნიუკასლის“ მწვრთნელი) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ხელი ჰკრა.

სიტუაცია დაცვის სამსახურმა განმუხტა და აღნიშნული პიროვნება მოედნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლს“ 66 ქულა აქვს და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. „ლიდსი“ კი 31 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა