ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

რეკორდული სხვაობით - ჰოლანდი პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ დასახელდა

ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ხმების 82% დააგროვა და ხსენებული ჯილდო რეკორდული სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ ჰოლანდს ხმების 72% ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ინფორმაცია გასწორდა.

მეორე ადგილზე „არსენალის“ გარემარბი ბუკაიო საკა გავიდა, მესამეზე „მეთოფეების" ნახევარმცველი მარტინ ოდეგორი, მეოთხეზე „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი და მეხუთე „მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი.

ჰოლანდი პრემიერ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 47 მატჩში 51 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუერო: როგორც ჩანს, რეალი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგისთვის ვარჯიშობს
აგუერო: როგორც ჩანს, რეალი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგისთვის ვარჯიშობს