აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტიმ არ იცის დარჩება თუ არა - სავარაუდო შემცვლელები ცნობილია

ისტორიული სკუდეტოს მოგების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის ნეაპოლური მომავალი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება და ახალ კონტრაქტზე იტალიელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ შეხვედრია.

იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ მათ არც ისე თბილი ურთიერთობა აქვთ და ძირითადად ერთმანეთს პრესის საშუალებით ესაუბრებიან.

იტალიური Corriere della Sera წერს, რომ სპალეტი არ მომენტისთვის დარწმუნებული არ არის, რომ გუნდში დარჩება. დე ლაურენტისს კი მისი სავარაუდო 3 შემცვლელი შერჩეული ჰყავს და თუ საჭირო გახდა, კლუბი მოლაპარაკებებსაც წამოიწყებს.

წყაროს ცნობით, დე ლაურენტისის სიაში დე ძერბი და ანტონიო კონტეს სახელები გვხვდება. მესამე კანდიდატის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი და მისი გვარი არ სახელდება.

დე ლაურენტისი როგორც ჩანს, სპალეტისთვის გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას არ ჩქარობს. თავად სპალეტის კი მასთან პირისპირ საუბარი სურს, რასაც ამ დრომდე ვერ აღწევს.

სავარაუდოდ, ყველაფერი უახლოეს კვირებში გაირკვევა და გაირკვევა, თუ ვინ იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 ტიტული 475 დღეში - ანჩელოტის საინტერესო მიღწევა რეალში
6 ტიტული 475 დღეში - ანჩელოტის საინტერესო მიღწევა რეალში