ერლინგ ჰოლანდი, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: სიტი რეალს კი არ დაამარცხებს, არამედ ნაწილებად დაშლის

უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დამაჯერებლად დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.

„მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალს კი არ დაამარცხებს, არამედ ნაწილებად დაშლის. სიტი ფინალში გავა.

რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე. ჩემპიონთა ლიგაზე კარლო ანჩელოტის რეალზე საუბრისას არგუმენტები ხშირად უსაფუძვლოა ხოლმე. თუ ეს ვინმეზე ითქმის, პირველ რიგში ამ გუნდზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მანჩესტერ სიტი იმდენად კარგია, რომ ისინი სხვა დონეზე არიან.

სეზონის დასაწყისიდან ვგრძნობდი, რომ ამ სეზონში პეპ გუარდიოლა სიტისთან ერთად ევროპას საბოლოოდ დაიპყრობდა. წარმოუდგენელმა ფეხბურთმა, რომელიც მისმა გუნდმა გასული თვეების განმავლობაში აჩვენა და ის, თუ როგორ მიაღწიეს პიკს დროულად, მხოლოდ ამ გრძნობას მიძლიერებს.

რეალმა ერთი წლის წინ ამ ეტაპზე სიტი გააგდო, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. სიტი დაცვაში უკეთესია. ისინი უფრო მომთმენები გახდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე ისე თამაშობენ, თითქოს წინა ევროპული გამოცდილებიდან ისწავლეს. მაგრამ მთავარი ცვლილება ერლინგ ჰოლანდია. რა თქმა უნდა, სწორედ ის ცვლის ბალანსს ამ გუნდებს შორის.

გასულ სეზონში გუარდიოლას ბერნაბეუზე შეცდომები არ დაუშვია, მან სწორი ტაქტიკა შეარჩია და სიტიმ წარმოუდგენლად ითამაშა. გუნდს მხოლოდ გიჟური 5 წუთი ჰქონდა, რაც ფეხბურთში ხდება ხოლმე. ახლა ეს ჰოლანდთან ერთად აღარ მოხდება და ასეთი სცენარი არ გამეორდება.

რაც შარშან მოხდა, ჰოლანდის ყოფნის შემთხვევაში არ მოხდებოდა, არა იმიტომ, რომ ჰოლანდს ერთი მომენტით შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს, არამედ იმიტომ, რომ მადრიდელები იმ მატჩში სიტისგან კონტრშეტევებზე საფრთხეს ვერ გრძნობდნენ. მათ ზეწოლა გაზარდეს და გაიტანეს, რადგან საპასუხო საფრთხე არ იყო.

ჰალანდის სახით მანჩესტერ სიტიმ მიიღო ფეხბურთელი, რომელიც კონტრშეტევებისას თითქმის შეუჩერებელია“,

- წერს რუნი The Times-ის სვეტში.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „სიტის“ პირველი ნახევარფინალი სამშაბათს, 9 მაისს, 23:00 საათზე მადრიდში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლიური ხელფასი სამი მილიონი - ხვიჩა ახალ კონტრაქტთან ახლოსაა
წლიური ხელფასი სამი მილიონი - ხვიჩა ახალ კონტრაქტთან ახლოსაა