ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

პირდაპირ ეთერში ატირდა - სპალეტიმ ტიტული გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

„ნაპოლის“ ჩემპიონობის შემდეგ, იტალიური პრესა აფეთქდა. ქომაგები, ექსპერტები, ვეტერანი მოთამაშეები, მწვრთნელები - ყველა „პარტენოპეის“ შესახებ საუბრობს და წერს.

„უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პრესასთან საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა. ნეაპოლელთა თავკაცმა გამარჯვება მის ოჯახს და გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა.

„ტიტული უნდა მივუძღვნა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ სიხარულს იმსახურებენ. და მეორე, ყველა გულშემატკივარს - ნეაპოლი, ეს შენთვისაა! და ბოლოს, ყველას, ვინც ნაპოლიში მუშაობს, ჩემს თანამშრომლებს, სპორტულ დირექტორს ჯუნტოლს, კლუბს, რომელიც ასრულებს თავის საქმეს.

და მატილდა, ჩემი ქალიშვილი. ბუნებრივია, მთელ ჩემს ოჯახს, რომ წინსვლაში დამეხმარა. ჩემს მეგობრებს და ჩემს ძმას მარჩელოს...“

- თქვა სპალეტიმ და ტირილი დაიწყო.

ლუჩიანოს ძმა მარჩელო 2019 წელს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა
ოსიმენი: სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა