ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„გეტყვით, კვარა და ოსიმენი რატომ დარჩებიან“ - აურელიო დე ლაურენტისი

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ისტორიული ტრიუმფი მხოლოდ დასაწყისია და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გუნდში დარჩებიან, რათა „ნაპოლიმ“ წარმატებულ სვლაზე სიარული განაგრძოს.

„ეს სკუდეტო ამოსავალი წერტილია და აღარასდროს უნდა გავჩერდეთ. ეს ახალი სტარტი უნდა იყოს და სწორედ ამიტომ, ოსიმენი და კვარაცხელია არსად წავლენ. მათ ვერავინ შეეხება. ბოლო წლებში, ნეაპოლი სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც იტალიურ ფეხბურთს აფერხებს. როცა სისტემის წინააღმდეგ მარტო იბრძვი, წარმატების მისაღწევად დიდი დრო გჭირდება და სწორედ ეს გამოვიარეთ. იმედია, ეს სკუდეტო იტალიურ ფეხბურთს შეცვლის და ვიმედოვნებ, ჩემი კოლეგები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ“.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. „უდინეზეს“ კარში გადამწყვეტი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც „კვარას“ დარტყმულის შემდეგ ზუსტად დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. „ნაპოლიმ“ 33-წლიანი ლოდინი დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობის შემდეგ, ნეაპოლელები მომდევნო მატჩს შინ „ფიორენტინასთან“ გამართავენ. შეხვედრა კვირას 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს