ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

33-წლიანი ლოდინი დასრულდა - ნაპოლი იტალიის ჩემპიონია

სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

33-წლიანი პაუზა დასრულებულია - სკუდეტო ნეაპოლში ბრუნდება!

რაც შეეხება მატჩს, პირველი ტაიმი მასპინძლებმა მე-13 წუთზე ლოვრიჩის ულამაზესი გოლით მოიგეს.

კვარა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და ერთ მომენტში მის წინააღმდეგ დარღვევისთვის პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, თუმცა ვიდეო რეფერიმ ასე არ მიიჩნია.

82-ე წუთზე „ნაპოლიმ“ ისტორიული გოლი გაიტანა, რომლის ავტორიც ვიქტორ ოსიმენი გახდა. კუთხურის შემდეგ, ბურთი კვარაცხელიასთან მივიდა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, მეკარემ მოიგერია, ნიგერიელმა კი დამატებაზე ყველას აჯობა.

ამრიგად, ნაპოლიმ 34 ტურის შემდეგ 80 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სკუდეტო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ფაზაში მეტი სიფხიზლე მართებს“ - ბორდოს მწვრთნელი ზურიკოზე
„ამ ფაზაში მეტი სიფხიზლე მართებს“ - ბორდოს მწვრთნელი ზურიკოზე