ნარკოდაჯგუფების ლიდერობა აღიარა | ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
Aa
Aa

ნარკოდაჯგუფების ლიდერობა აღიარა | ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

„მალაგას“ ყოფილ ფეხბურთელს, სერხიო კონტრერასს, რომლის მეტსახელიც „კოკე“ გახლავთ, 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ესპანეთში მიმდინარე სასამართლო პროცესისას, მან ნარკოდაჯგუფების ლიდერობა აღიარა და გისოსებს მიღმა დროის გატარებას დათანხმდა.

კონტრერასი 40 წლისაა და თავდაპირველად, პროკურატურამ მისთვის სასჯელის სახით, 16-წლიანი პატიმრობის დაწესება მოითხოვა. საბოლოოდ, აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ, მისი სასჯელი 10 წლით შემცირდა და 6 წლით განისაზღვრა. ოფიციალურ ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოიტანენ და მისი გასაჩივრება შეუძლებელი იქნება.

კონტრერასი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. იგი იმ 17 ბრალდებულს შორის იყო, რომლებსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენაში და სატვირთო მანქანებით მათი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში შეტანაში ადანაშაულებდნენ.

ცნობისთვის, კოკეს საფეხბურთო კარიერა „მალაგაში“ დაიწყო, სადაც მისი დებიუტო 2002 წელს შედგა. საუკეთესო პერიოდი კონტრერასმა „არისში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 141 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შესახებ მან 2016 წელს გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 ქართველი მებრძოლი | UFC 4-ში ილია თოფურია დაამატეს
მე-3 ქართველი მებრძოლი | UFC 4-ში ილია თოფურია დაამატეს