ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

„ამ ფაზაში მეტი სიფხიზლე მართებს“ - ბორდოს მწვრთნელი ზურიკოზე

ფრანგული „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა და მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც შეეხო.

ფრანგმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ ზურიკო გუნდთან სწრაფად ადაპტირდა.

რას ამბობს გიონი:

იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკო აქ გასული წლის აგვისტოს ბოლოსკენ ჩამოვიდა, გუნდთან სწრაფად ადაპტირდა და გოლიც მალევე გაიტანა. მატჩებს აგრესიულად თამაშობდა. მას გარბენებს გვთავაზობს, როდესაც მეტოქესთან პირისპირ მიდის. არსებობდა კამათი რომ მარჯვნივ უნდა ეთამაშა თუ მარცხნივ, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუჭირდა. როდესაც სანაკრებო პაუზიდან დაბრუნდა, შედარებით არაეფექტური იყო, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ის კარგად თამაშობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარჯვნიდან უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნა შეუძლია, ვიდრე მარცხნიდან.

ყოველთვის ვცდილობთ ფეხბურთელები მაქსიმალურად სასარგებლოები იყვნენ გუნდისთვის. როდესაც 4-2-2 წყობით ვთამაშობთ, მას აქვს შესანიშნავი დისციპლინა, რომლითაც ეძლევა შესაძლებლობა სიღრმეში მარტივად შევიდეს და ამით ნახევარდაცვასაც დაეხმაროს. დაცვით ფაზაში ცოტა მეტი სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს. საერთო ჯამში, „ვალენსიენთან“ კარგად ითამაშა, თუმცა მიხვდა, რომ უფრო მკაცრიც უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოში“ დებიუტის დღიდან, ზურიკო დავითაშვილმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 62 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და ლიგა 1-ში აღზევებისთვის იბრძვის. „ბორდო“ მომავალ შეხვედრას 6 მაისს, საკუთარ მოედანზე „კაენის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო შეხვედრებში უფრო მეტს ვიმსახურებდით“ - ლოჩოშვილი მილანთან მატჩის შემდეგ
„ბოლო შეხვედრებში უფრო მეტს ვიმსახურებდით“ - ლოჩოშვილი მილანთან მატჩის შემდეგ