უკრაინის ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს | IJF-მა 8 სპორტსმენი მოკვეთა
Aa
Aa

უკრაინის ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს | IJF-მა 8 სპორტსმენი მოკვეთა

7 მაისს, დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელზეც უკრაინელ სპორტსმენებს ვერ ვიხილავთ. უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გადაწყვიტა, მსოფლიო პირველობისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა და საკუთარი პოზიცია ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

„ეს არჩევანი IJF-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც რუს და ბელარუს ძიუდოისტებს გამოსვლის უფლება ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით მისცეს. ამ სპორტსმენების უმრავლესობა რუსეთის ჯარის აქტიური წევრია და უკრაინაზე დაწყებულ ომში მონაწილეობს. ისინი უკრაინულ ქალაქებსა და საცხოვრებელ შენობებს ბომბავენ და მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს ხოცავენ. ისინი ომის მონაწილეები არიან, როცა უკრაინისთვის სიცოცხლე 250-ზე მეტმა სპორტსმენმა დათმო“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ, IJF-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახსნა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალურ სტატუსს როგორ ადგენს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, თითოეულ დელეგატზე დეტალური გამოძიება ტარდება, რომლის შემდეგაც, ირკვევა, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს მხარს უჭერს თუ არა ან რუსეთის პოლიტიკურ ხედვებს იზიარებს თუ არა.

საინტერესოა, რომ IJF-მა რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციების განაცხადში ომის მხარდამჭერი 8 სპორტსმენი აღმოაჩინა და ისინი ტურნირიდან მოკვეთა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მონიტორინგს აგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი პრინციპების დარღვევა არ მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო