ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფედელემ „კვარა“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ახლა ის საკუთარი თავისთვის თამაშობს და არა გუნდისთვის.

„სალერნიტანას პირველ ტაიმში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. აძურის მცველებმა შეცდომები დაუშვეს, ზოგიერთ მომენტში სიხისტე აკლდათ და საკვანძო ეპიზოდებში ჯარიმებს არ იღებდნენ, რასაც ჟუან ჟეზუშის პოზიციური შეცდომაც დაემატა.

ნაპოლიმ სერია A-ს გადაუარა და პრობლემა არაა, ისეთ ფეხბურთს რომ ვერ აჩვენებს, როგორსაც სეზონის პირველ ნაწილში ვხედავდით, მაგრამ გუნდში შეინიშნება რაღაც, რასაც დადებითს ვერ ვუწოდებთ. მილანთან ყველგან წავაგეთ და ბოლო პერიოდში, რაღაც არ მუშაობს. ნაპოლიმ აჩვენა, რომ იტალიაში უძლიერესია, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელს უკუსვლა აქვს. პირველ რიგში, კვარაცხელიაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ახლა საკუთარი თავისთვის თამაშობს და არა გუნდისთვის. იგი ცდილობს, ინდივიდუალურად იმოქმედოს და დრიბლინგი მაშინაც განახორციელოს, როცა ამის საჭიროება არაა“.

ცნობისთვის, 32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. „პარტენოპეის“ 1 ქულის აღება სჭირდება, რათა ჩემპიონობა გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი პოზიცია ვიცი“ - ნაგორნიხი მარადიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე
„მისი პოზიცია ვიცი“ - ნაგორნიხი მარადიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე