მარიუპოლის პატივსაცემად | ბრაზილიური კლუბი სახელს, ფორმასა და გერბს იცვლის
Aa
Aa

მარიუპოლის პატივსაცემად | ბრაზილიური კლუბი სახელს, ფორმასა და გერბს იცვლის

ბრაზილიურმა კლუბმა, „ბატელმა“, რომელიც ქვეყნის რანგით მე-8 დივიზიონში ასპარეზობს, სახელის, ფორმისა და გერბის დროებით შეცვლა გადაწყვიტა. კლუბის არჩევანი უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა და მისი ახალი სახელი „მარიუპოლი“ იქნება, ფორმა და გერბი კი უკრაინული კლუბის იდენტური იქნება.

რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, „მარიუპოლმა“ არსებობა დროებით შეწყვიტა და „ბატელმა“ გადაწყვიტა, საფეხბურთო სამყაროს მისი სახელი შეუნარჩუნოს. ბრაზილიელთა არჩევანი შემთხვევითობა არაა. „ბატელი“ დაარსებულია რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს.

„ჩვენს კლუბსა და რეგიონს უკრაინელ ხალხთან ბევრი საერთო აქვს. ამ იდეის მიზანი მარიუპოლის სახელის შენარჩუნება გახლავთ, რომელიც ქალაქის სიამაყე იყო. გვინდა, მსოფლიოს მშვიდობისა და უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მესიჯი გავუგზავნოთ. ფეხბურთს ხალხისთვის სიხარული მოაქვს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, მარიუპოლი ისევ გაიბრწყინებს“, - განაცხადა ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა, ალექს ლოპესმა.

„ბატელის“ ჟესტს უკრაინელებიც გამოეხმაურნენ და „მარიუპოლის“ პრეზიდენტმა, ანდრეი სანინმა განაცხადა, რომ ბრაზილიური კლუბის გადაწყვეტილება მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დასძინა, რომ მისი მატჩების უკრაინაში ტრანსლირება განიხილება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა თუ ლეაუ?“ - რა თქვა ფრანჩესკო ტოტიმ
„კვარა თუ ლეაუ?“ - რა თქვა ფრანჩესკო ტოტიმ