ბუდუ ზივზივაძე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

„თვითრწმენა მნიშვნელოვანია“ - შესაძლოა ბუდუმ ისევ ძირითადში დაიწყოს

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ ბუნდესლიგა 2-ის 29-ე ტურში, სტუმრად „დარმშტადტს“ დაუპირისპირდება. „ლურჯებს“ ფონს გასვლა 22 წლის თავდამსხმელის, მიკელ კაუფმანის გარეშე მოუწევთ, რომელიც გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. რამდენიმე წუთის წინ, „კარლსრუეს“ თავკაცმა, კრისტიან აიხნერმა პრესკონფერენცია გამართა და კაუფმანის სავარაუდო შემცვლელები დაასახელა, რომელთა შორის ქართველი ფეხბურთელიცაა.

„კაუფმანის ნაცვლად შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე, მალიკ ბატმასი, სიმონ რაპი ან ტიმ როსმანი გამოვიდნენ. ბუდუს თამაში გაუმარტივდა, რადგან დრო ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიიღო. თავდაჯერებულობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია. მასზე გავლენას ნათამაშები წუთების რაოდენობა ახდენს და ბუდუს თავდაჯერებულობის გაზრდის საშუალება უნდა მივცეთ.

ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ მას პროგრესისთვის ადგილი აქვს და ეს აშკარაა. მწვრთნელებმა ბევრ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მის მიერ ნათამაშები წუთების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სათანადოდ იასპარეზა“.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ ბოლოს „არმინიასთან“ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 61 წუთი გაატარა. მისმა გუნდმა 4:2 მოიგო და „დარმშტადტს“ ხვალ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ გავარდა ნაპოლი? ხვიჩასთვის თამაში რთული იყო“ - რას ამბობს რუდი კროლი
„რატომ გავარდა ნაპოლი? ხვიჩასთვის თამაში რთული იყო“ - რას ამბობს რუდი კროლი