მილანი, ნაპოლი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კარლო ანჩელოტის ორი ყოფილი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს. საუბარი „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზეა. გამარჯვებული კი „როსონერი“ გახდა.

2007 წლის შემდეგ, „მილანი“ პირველად გავიდა ნახევარფინალში, რასაც კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა. იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლიზეც“ ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ეს „მილანისთვის“ დიდი მიღწევაა. ვულოცავ მთელს კლუბს და პირადად პაოლო მალდინის. ასევე, ძალიან მიყვარს „ნაპოლი“, რომელსაც ამ სეზონში არაჩვეულებრივი ჩემპიონატი ჰქონდა. „ნაპოლი“ ამ სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო და პატივისცემას იმსახურებს. მომავალ წელს კიდევ ეცდებიან წარმატების მიღწევას.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანთან“ ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. პირველი დაპირისპირება, რომელიც მილანში გაიმართა პიოლის გუნდმა 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

რაც შეეხება ანჩელოტის, მისი მადრიდის „რეალი“ მეოთხედფინალურ სტადიაზე „ჩელსის“ გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგო. ორივე დაპირისპირება 2:0 დასრულდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადანი: „ხვიჩა საუკეთესო იყო, ოსიმენი სათანადოდ ვერ დაეხმარა“
ადანი: „ხვიჩა საუკეთესო იყო, ოსიმენი სათანადოდ ვერ დაეხმარა“