ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - კრემონეზემ ემპოლის მოუგო

სერია A-ს 30-ე ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ემპოლის“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი შეხვედრა პირველად მოიგო.

„კრემონეზემ“ ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანა. ლეონარდო სერნიკოლას გადაცემით სირილ დესერსმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „ემპოლის“ წონასწორობის აღდგენის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მიმდინარე სეზონში მე-12 მარცხი იწვნია.

ლოჩოშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ნახევარში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმის 49-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ლუკამ ფეხი იტკინა და ცვლილება მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, მისი ტრავმა რამდენად მძიმეა და რამდენ ხანს იუქმებს.

„ემპოლისთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „კრემონეზეს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. „კრემო“ მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, თუმცა ეს გამარჯვება ნიშანი იყო იმისა, რომ ლოჩოშვილი და კომპანია დანებებას არ აპირებენ. „კრემონეზე“ მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია