ნარკოტიკები და გაუპატიურების მცდელობა - ებრაელი მეკარე დააკაავეს
დღეს დილით ისრაელის ნაკრების ყოფილი და ამჟამად „ვოლოსოს“ მეკარე ბორის კლიმანი დააპატიმრეს.
33 წლის კარის დარაჯს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს. ასევე, კლიმანს არასრულწლოვან გოგონას გაუპატიურების მცდელობას აბრალებენ. ამ მომენტისთვის, ბორისი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მისი გუნდი „ვოლოსი“ მთლიანად ემიჯნება მომხდარს და კლიმანთან კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურა დაიწყო.
როგორც გაირკვა, შემთხვევა დილის 5 საათზე მოხდა. მე-12 კლასის მოსწავლეები აღნიშნულ კლუბში ერთობოდნენ და იქ 33 წლის მეკარეც იმყოფებოდა. წყაროს ცნობით, ბორისმა ერთ-ერთ გოგონას ხელის ჩაჰკიდა და უხამსი საუბარი დაუწყო.
ფეხბურთელმა ეს ყველაფერი არ იკმარა და გოგონას საკოცნელად გაიწია. ასევე ცდილობდა მის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ხელით შეხებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, მისმა თანაკლასელებმა პოლიცია გამოიძახეს.
საბოლოოდ, მსხვერპლმა იჩივლა, რის საფუძველზეც ბორის კლიმანი დააპატიმრეს.