მილანი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

ლობოტკა: “აქამდე არ ვიცოდი ვინ იყო ხვიჩა“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ლობოტკა წარსდგა, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც.

ლობოტკა:

„ჩვენ შეტევაში გვსურს თამაში. ბურთი „მილანის“ ნახევარზე უნდა ვაკონტროლოთ. აუცილებლად უნდა გავიტანოთ და ყველას დავანახოთ რა გვინდა. არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობა. როდესაც მწვრთნელისგან ნდობას გრძნობ ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.

როდესაც რაღაც ცუდად ხდება სპალეტი ყოველთვის გვამხნევებს. ყველამ თქვა, რომ წინ რთული სეზონი გველოდებოდა. ეს კი ჩვენთვის თავისუფლებას ნიშნავდა. შეგვიძლია დავისვენოთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

ვიცნობდი, თუ არა აქამდე კვარაცხელიას? არა და მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. ზოგადად, რუსეთის და საქართველოს ჩემპიონატს ბევრი არ უყურებს. ახლა ვფიქრობ, რომ ხვიჩა მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა. როდესაც მას ერთი ერთზე თამაშის საშუალებას და სივრცეს აძლევ, მისი შეჩერება შეუძლებელია.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბარსელონასთან“ - ანჩელოტი ჩელსისთან მატჩზე
“ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბარსელონასთან“ - ანჩელოტი ჩელსისთან მატჩზე