ალექსანდრე ფეიქრიშვილი, თბილისის დინამოს აკადემია, საბა სამუშია
Aa
Aa

ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება

ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში თბილისის „დინამოს“ აკადემიის გუნდმა იტალიური „ჯენოა“ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი მატჩი 16 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ჩაატარა, მის აქტივში ჰეთ-თრიკია. ასევე, იტალიურ გუნდს საბა სამუშიამ გაუტანა.

 

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თბილისის „დინამოს“ სასტარტო 11-ეული „ჯენოასთან“ ასეთი იყო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხარებაშვილი, წულაია (კ), სამუშია, ფეიქრიშვილი, გულიაშვილი, დანელია, ჩიქოვანი

      „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობა: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე, ხუციშვილი, ელისაშვილი

      თბილისის „დინამო“ ფინალში „სევილიას“ შეხვდება, ესპანურმა გუნდმა 1/2-ფინალში „მონცა“ 2:0 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა 9 აპრილს, „დინამოს“ აკადემიაში, 18:00 საათზე დაიწყება.

      შეგახსენებთ, ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის A ჯგუფის პირველ ტურში თბილისის „დინამოს“ აკადემიამ იტალიური „მონცა“ 2:0 დაამარცხა. გოლები თორნიკე გულიაშვილმა და ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გაიტანეს. მეორე ტურში „დინამომ“ „ყარაბაღი“ 7:1 დაამარცხა. ამ მატჩში სამუშიამ დუბლი შეასრულა, მის გარდა დანელიამ, ჩიქოვანმა, დიაკონიძემ და ბერელიძემ გაიტანეს. ასევე, 1 გოლი „ყარაბაღის“ ფეხბურთელმა საკუთარ კარში შეაგდო.

      ფოტო/ვიდეო: თბილისის „დინამოს“ პრესსამსახური

      მსგავსი სიახლეები

      ასევე დაგაინტერესებთ
      ბუდუმ 11 წუთი ითამაშა - კარლსრუეს მოგებამდე ცოტა დააკლდა
      ბუდუმ 11 წუთი ითამაშა - კარლსრუეს მოგებამდე ცოტა დააკლდა