მარსელო ბიელსა
Aa
Aa

ბიელსა ურუგვაის ნაკრებში მუშაობას დათანხმდა

ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, 67 წლის არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების ჩაბარებას დათანხმდა.

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ, 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, დიეგო ალონსო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა და როგორც უკვე ცნობილი ხდება, მას ბილესა ჩაანაცვლებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბიელსა 2022 წლის 27 თებერვლის შემდეგ უმუშევარია. ბოლოს ის პრემიერ ლიგაში „ლიდსს“ წვრთნიდა.

ეს მარსელო ბიელსასთვის მე-3 ეროვნული ნაკრები იქნება. აქამდე ის არგენტინასა (1998–2004) და ჩილეს (2007–2011) ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა დანიშვნას „ევერტონი“ გეგმავდა, თუმცა არგენტინელმა მათ ფეხბურთელები დაუწუნა, რადგან მისი აზრით, ისინი ზედმეტად ნელები იყვნენ. თუ, „კანფეტები“ ახალ მოთამაშეებს შეიძენდნენ, ასეთ შემთხვევაში ბიელსა მათთან მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგებოდა. საბოლოოდ, ლივერპულურმა კლუბმა მთავარ მწვრთნელად შონ დაიჩი დანიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეფერინი: „მესის გარეშე არგენტინა მეოთხედფინალშიც ვერ გავიდოდა“
ჩეფერინი: „მესის გარეშე არგენტინა მეოთხედფინალშიც ვერ გავიდოდა“