ანტონიო კასანო, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

კასანო: „მოურინიოს ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდია“

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. კასანომ განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთი არ აინტერესებს და მის გუნდებს სანახაობრივი სტილი არასდროს აქვთ.

„თუ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში გადავიდა, მოურინიოს შეუძლია, რეალი ჩაიბაროს, მაგრამ არ მგონია, ბლანკოსმა თავისი ახალი პროექტის გასაძღოლად ჟოზე აირჩიოს. მოუს ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდია. მას მუშაობა არ უყვარს, ლაპარაკი არ იცის და კომუნიკაციის უნარიც არ აქვს.

შეხედეთ, ლაციოს მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის. მას ფეხბურთი და თავისი საქმიანობა ძალიან უყვარს. სარის გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მოურინიოს გუნდების ფეხბურთი კი აბსოლუტურად არაფერია. არავინაა ისეთი, ვინც მისი გუნდის მატჩზე დასასწრებად ფულს გადაიხდის. ჟოზე მხოლოდ თეატრია და წარმოდგენა არ მაქვს, მისი გუნდები შედეგს როგორ აღწევენ“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რომაში“ 2021 წლის ივლისში დაინიშნა და „ჯალოროსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 95 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი საშუალოდ 1.78 ქულას იღებს და მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა