ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი
Aa
Aa

გუგეშაშვილი თურქეთის სუპერლიგაში? - მის მიმართ დიდი ინტერესია

Azerisport-ის ინფორმაციით, „ყარაბაღის“ მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ დიდი ინტერესია. შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა ხორვატულ „რიეკაში“ იჯარით გააგრძელოს. „რიეკა“ გუგეშაშვილის გადაბირებაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

ხორვატიის უმაღლესი ლიგის, HNL-ის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „რიეკა“ 35 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება.

„რიეკას“ გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის მიმართ ინტერესს თურქეთის სუპერლიგის კლუბები იჩენენ, დაინტერესებული კლუბები არ კონკრეტდება. ტოპ 5 ჩემპიონატების შემდეგ თურქეთის სუპერლიგა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ასეთი დონის ჩემპიონატში ქართველი მეკარის გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

2022 წლის ზამთრიდან გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ თამაშობს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. საერთო ჯამში აზერბაიჯანულ კლუბში 28 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 4 კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში „მარსელისა“ და „გენტის“ წინააღმდეგ. ამ სეზონის მეორე ნახევარში „ყარაბაღის“ სასტარტოში რეგულარულად ხვდება, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრებში დებიუტიც მოჰყვა მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? - როგორია მასიმო მორატის პასუხი
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? - როგორია მასიმო მორატის პასუხი