დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი მაგარ ფორმაშია - ბრწყინვალე სადებიუტო გოლი შახტარში

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში ოდესის „ჩერნომორეცისა“ და დონეცკის „შახტარის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. ამ ეტაპზე „შახტარი“ პირველ ადგილზეა, 18 ტურში 43 ქულა დააგროვა.

„შახტარის“ რიგებში გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა, მე-18 წუთზე მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და მახვილი კუთხიდან ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა, ანგარიში 1:2 გახდა. მე-40 წუთზე „ჩერნომორეცმა“ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

22 წლის ქართველი მარჯვენა ლატერალი, რომელიც გასულ ზამთარში „საბურთალოდან“ „შახტარში“ გადავიდა, 72-ე წუთზე შეცვალეს.

გოჩოლეიშვილმა „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრებს შორის ეროვნული გუნდის რიგებში მონღოლეთთან და ნორვეგიასთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მარტის სანაკრებო პაუზამდე გოჩოლეიშვილი სასტარტო 11-ეულში ლვოვის „რუხთან“ შეხვედრაში ვიხილეთ. ამ მატჩის შემდეგ „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა:

„გიორგი ტიპიური ლატერალია, მას ლატერალისთვის დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები აქვს. კარგია მისი და კონოპლიას კონკურენცია, ეს საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეული მოთამაშე თამაშისთვის მზადაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები