მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ფრედერიკ ანტონეტი
Aa
Aa

„ახალგაზრდა წახვედი და კაცი დაბრუნდი“ - მიქაუტაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა

ფრანგული „მეცისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. 22 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 15 გოლით ლიდერობს, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი პირველი კონტრაქტის შემდეგ შევთანხმდით, რომ „სერენთან“ ერთად უნდა გავზრდილიყავი, პროგრესი მეჩვენებინა. ბელგიაში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ მითხრა: „შენ წახვედი ახალგაზრდა ბიჭი და დაბრუნდი, როგორც კაცი“. მისი სიტყვებიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ განვვითარდი, პროგრესი ვაჩვენე. 2021 წლის ზაფხულში „მეცში“ დავბრუნდი, რომ ჩემი შანსი მიმეღო. საბოლოოდ, რამდენიმე დღის შემდეგ შევთანხმდით, რომ კვლავ ბელგიაში დავბრუნებულიყავი.

მას შემდეგ რაც „მეცთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე, ძლიერი სურვილი მქონდა, რომ „მეცთან“ ერთად წარმატებისთვის მიმეღწია. ეს იდეა არასდროს მტოვებდა. ყოველთვის მსურდა დამემტკიცებინა, რომ ისეთი თვისებები მაქვს, რაც კლუბისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა.

მიმდინარე სეზონში ჩემით ინდივიდუალური დონით კმაყოფილი ვარ. პატარა ჩავარდნა მქონდა. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ჩავარდნა თავიდან ამეცილებინა. რაც შეეხება გუნდის გამოსვლას, ჩვენი გუნდური რითმი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს კონკურენტებთან, „ბორდოსთან“ და „სოშოსთან“.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა. სწორედ ამ პერიოდს გულისხმობდა, როცა ჩავარდნაზე საუბრობდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ შინ „ლავალი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაის ანგარიშზეა, რომელმაც 49-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ფანტასტიკური დარტყმა შეასრულა, ეს მისი მე-15 გოლია ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორეადგილოსანს 1 გოლით უსწრებს. ასევე საინტერესოა, რომ საგოლე პასების რაოდენობით ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა, მის აქტივში 7 საგოლე პასია და ლიდერს 1 საგოლე გადაცემით ჩამორჩება.

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა: „საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის მსურდა. როცა დამირეკეს, არ მიყოყმანია. ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ძალიან ბედნიერები იყვნენ. საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. რატომაც არ უნდა ვითამაშოთ ევრო 2024-ზე?“.

საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების გათვალისწინებით გიორგი მიქაუტაძემ ბოლო ექვს მატჩში 5 გოლი შეაგდო. მან „ნიმის“, „ანესის“ (2), ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებსა და „ლავალს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერლუსკონი: „შესაძლოა, კვარაცხელია ლეაოზე სრულყოფილი მოთამაშეა“
ბერლუსკონი: „შესაძლოა, კვარაცხელია ლეაოზე სრულყოფილი მოთამაშეა“