ვან გაალი: „რონალდუ უფრო გუნდური მოთამაშეა ვიდრე მესი“
ცნობილმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა Onda Cero-სთან ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
„ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მათი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულია. რონალდუმ უფრო ბევრი გუნდური ტიტული მოიგო, მესი უფრო მეტი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია, მაგრამ რონალდუ უფრო მეტადაა გუნდური მოთამაშე. ასე რომ, თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, უპირატესობას გუნდურ მოთამაშეს მივანიჭებდი. შესაძლოა, მესი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ შენ უნდა ითამაშო, როგორც გუნდმა, ფეხბურთი გუნდური სპორტია“.
ლუის ვან გაალის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპია.
„ახლა საუკეთესო კლოპია. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე, მისმა გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი ისე დაიკავა, რომ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა“.
71 წლის ლუის ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ 2 წლის წინ მექსიკის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს, თუმცა მან ამ წინადადებას უარით უპასუხა.
2021-22 წლებში ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს წვრთნიდა, მას შემდეგ გამოცდილი სპეციალისტი უმუშევარია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს