ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუიჯი ბუფონი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ბუფონი ნაპოლიზე: „ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ, ლიგის მოგება შეუძლიათ“.

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ჯიჯი Twitch-ის არხის, Bobo TV-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უნიკალურია და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს.

„ლუჩანო სპალეტიმ რომაში ყოფნისას გვაჩვენა, რომ რაღაც განსაკუთრებული აქვს. ამბობენ, რომ სეზონის რომელიღაც ეტაპზე, მის გუნდებს პრობლემები ექმნებათ, მაგრამ ამის არ მჯერა. მისი ნაპოლი იტალიურ ფეხბურთს უნიკალურად წარმოადგენს. საერთაშორისო ასპარეზზე, პარტენოპეი სანახაობრივ და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს და ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია.

ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ნაპოლის წილისყრაში გაუმართლა, რადგან იტალიურ გუნდს შეხვდა. მგონია, რომ პარტენოპეის ამ ტურნირის მოგება შეუძლია და გამიხარდება, თუ ასე მოხდება. ამ კონდიციებში მყოფი ნაპოლი, რომელსაც ღმერთი ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორიც იტალიაში არასდროს გვინახავს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 71 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 19 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 2 აპრილს, „მილანთან“ ელის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა გაურთულდა და დანებდა - ტოჩინოშინის მე-7 მარცხი
ტრავმა გაურთულდა და დანებდა - ტოჩინოშინის მე-7 მარცხი