ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი საქართველოსთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების ვარსკვლავი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოსთან და ესპანეთთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს. „ბარნლისთან“ მატჩში, ჰოლანდმა საზარდულის ტრავმა მიიღო. დაზიანების მიუხედავად, იგი ეროვნულ გუნდს შეუერთდა და თამაშს აპირებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და კლუბში დაბრუნება მოუწია.

„იმედი გვქონდა, რომ სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ გუშინ ჩატარებული ტესტებისა და გამოკვლევების შემდეგ, გაირკვა, რომ საქართველოსთან და ესპანეთთან გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშებს. უკეთესია, შემდგომი სამედიცინო დაკვირვება კლუბში მიიღოს“, - განაცხადა ნორვეგიის ნაკრების ექიმმა, ოლა სანდმა.

„ერლინგმა რთულად გადაიტანა, როცა გაიგო, რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდა. საბედნიეროდ, მის გარეშეც გვყავს საკმარისი ტალანტი, რათა მომდევნო შეხვედრებში ქულები ავიღოთ. მუშაობას გავაგრძელებთ და მატჩებისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით“, - აღნიშნა ნორვეგიელთა თავკაცმა, სტოლე სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის რისკი - მილანის კოშმარი გრძელდება
ჩემპიონთა ლიგის რისკი - მილანის კოშმარი გრძელდება