გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„რა სჭირს მამარდაშვილს?“ - deporte valenciano ქართველ მეკარეზე წერს

„რა სჭირს მამარდაშვილს?“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესპანური გამოცემა, Deportevalenciano და „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე გვესაუბრება. ავტორი, ტონი ერნანდესი აღნიშნავს, რომ „ატლეტიკოსთან“ გამართულ შეხვედრაში, „მამარდამ“ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

„მამარდაშვილის პროგრესში სტაგნაცია შეინიშნება ან სულ მცირე, ის ტემპი აღარ აქვს, რომელიც სადებიუტო შეხვედრის შემდეგ ჰქონდა, რაც გასაგებია, რადგან ამ ტემპის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. მამარდაშვილმა, ისე, როგორც მთელმა გუნდმა, შეცდომები დაუშვა, რომელთა გამოც, გოლები მივიღეთ და ქულები დავკარგეთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, ეს აუცილებელია, რათა გიორგიმ ისწავლოს, განვითარდეს და უკეთესი მეკარე გახდეს.

არ გვსურს, ნიშნისმოგებით ვილაპარაკოთ და ჩვენი საუბრის მიზანი არეულობის გამოწვევა იყოს. მით უმეტეს, რომ კლუბს ეს ისედაც არ აკლია. მამარდაშვილის მიმართ არსებული ნდობა არსად გაქრება და კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი მას დაეხმარება, რათა უახლოეს მომავალში, უკეთეს გოლკიპერად ჩამოყალიბდეს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის გადაასწრო - კვარა ოქროს ბურთის რეიტინგში დაწინაურდა
ლევანდოვსკის გადაასწრო - კვარა ოქროს ბურთის რეიტინგში დაწინაურდა