მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი, მაკდონალდსი
Aa
Aa

სარფიანი გარიგება - დე ბრუინი მაკდონალდსის სახე გახდა

სწრაფი კვების კომპანიებს შორის, მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული ქსელი მაკდონალდსი გახლავთ. დღეს კი მაკდონალდსმა წარმატებული კამპანია აწარმოა და კევინ დე ბრუინთან ხელშეკრულება გააფორმა.

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი აღნიშნული კომპანიის სახე გახდა და სხვადასხვა აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. ძირითადი ხაზი კი ბელგიური ბაზარი იქნება.

კევინის ერთ-ერთი ვალდებულება ვიდეო რგოლებში მონაწილეობა იქნება. აღსანიშნავია, რომ თავად დე ბრუინი მაკდონალდსის მოყვარულია. რა თქმა უნდა, სპორტსმენები ასეთ საკვებს არ იღებენ, მაგრამ შვებულებაში ყოფნის დროს, ბელგიის ნაკრების ლიდერი აღნიშნულ სწრაფი კვების ობიექტს ხშირად სტუმრობს.

ჯერჯერობით უცნობია, ახალი კონტრაქტის მიხედვით რა ანაზღაურებას მიიღებს დე ბრუინი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი რამდენიმე მილიონზე მაინც იქნება.

„ჩემი კომერციული საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობას. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. პიარ კამპანიაში მე და ჩემი ოჯახი ერთდროულად ჩავერთვებით.“ - განაცხადა დე ბრუინმა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი უნდა შეინარჩუნონ - ზეწოლა ალ ხელაიფზე და ლუის კამპოსზე
მესი უნდა შეინარჩუნონ - ზეწოლა ალ ხელაიფზე და ლუის კამპოსზე