რობერტო კარლოსს პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

რობერტო კარლოსს პატიმრობა ემუქრება

fcinter1908.it-ის ცნობით რიო დე ჟანეიროს იუსტიციის დეპარტამენტი, რობერტო კარლოსისთვის სამთვიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს.

კარლოსს ყოფილ მეგობარ ქალთან, ბარბარა ტურლერთან ორი საერთო შვილი ჰყავს, რომლებისთვისაც სამი თვეა ალიმენტი არ გადაუხდია. თანხა 61 000 რეალს შეადგენს, რომელიც 20 ათასი დოლარის ექვივალენტია.

ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამჟამად ფინანსურად პრობლემები აქვს.

კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ლეგენდას 3 თვიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები