ხვიჩა კვარაცხელია, კარლოს ფრეიტასი
Aa
Aa

„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია“ - ფრეიტასმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ფიორენტინასა“ (2016-19) და ლისაბონის „სპორტინგის“ (2005-08, 2011-12) ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა კარლოს ფრეიტასმა Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კითხვაზე, ამჟამად რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა, ფრეიტასი ასე პასუხობს:

„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია. ფენომენზე ვსაუბრობთ. თამაშზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. მას მარტოს შეუძლია პრობლემების გადაჭრა მატჩებში“.

ფრეიტასის თქმით, „ნაპოლიმ“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ითამაშოს: 

„კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. არ მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულში გაყიდიან, მაგრამ ვხედავ პროექტის გაგრძელების დიდ სურვილს. უფრთხილდით „ნაპოლის“: შეუძლია, თავისი სიტყვა ჩემპიონთა ლიგაზეც თქვას“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისი: „93-ე წუთზე გაშვებული გოლი სპორტული ტრაგედიაა“
ვაისი: „93-ე წუთზე გაშვებული გოლი სპორტული ტრაგედიაა“