ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: მომავალში პრემიერ ლიგა NBA-ს დაემსგავსება

ნატონიო კონტე თვლის, რომ მის „ტოტენჰემს“ პრემიერ ლიგის ოთხეულში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ინგლისში ოთხეულში მოხვედრა ნებისმიერი კლუბისთვის დიდი მიღწევაა.

„უდავოდ, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ლიგის ნებისმიერი კლუბისთვის კარგი მიღწევაა. თუ ცხრილს დააკვირდებით, ხედავთ, რომ მნიშვნელოვანი კლუბები, რომლებმაც მოიგეს დიდი ტურნირები, ახლა პრობლემების წინაშე დგანან. ისინი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ცდილობენ.

ამ სეზონში ადვილი არაფერია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი კლუბები, როგორიცაა ბრაიტონი, რომელიც კარგ ფორმაშია და კარგი შემადგენლობით არის, და ბრენტფორდი, რომელიც გამორჩეულ სეზონს ატარებს. ასევე არის ნიუკასლი, ლივერპული და არ დაივიწყოთ ჩელსი. იუნაიტედიც ამ ბრძოლაშია.

ევროთასებზე მოხვედრა კარგი მიღწევა იქნება, ისევე როგორც გასულ სეზონში.

არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ სეზონამდე ლივერპულმა ყველა ტიტული მოიპოვა. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ კლუბზე, რომელიც გამარჯვებას მიჩვეულია. და ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს ერთ სეზონში. სიტუაცია, რომელშიც ლივერპული იმყოფება, მხოლოდ ჩემპიონატის სირთულეს უსვამს ხაზს.

თითოეული გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. შეხედეთ ნოტინგემ ფორესტს, ათ ჰყავთ 22, 23 ახალი მოთამაშე. თითოეული გუნდი ცდილობს, რომ გაუმჯობესდეს, იყოს ძლიერი. მომავალში პრემიერ ლიგა NBA-ს დაემსგავსება, ამიტომ მზად უნდა იყოთ, რომ ტიტულების გარეშე და ევროტურნირებზე ადგილის გარეშე არ დარჩეთ“,

- განაცხადა კონტემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ამბავი | ნაპოლიმდე ხვიჩას შეძენა რეინჯერსსა და საუთჰემპტონს შეეძლოთ
უცნობი ამბავი | ნაპოლიმდე ხვიჩას შეძენა რეინჯერსსა და საუთჰემპტონს შეეძლოთ