საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ნორვეგიის შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ნორვეგიის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან და ესპანეთთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სკანდინავიელები „ფურია როხას“ 25 მარტს დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ გაეჯიბრებიან.

მეკარეები: იაკობ კარლსტრომი (მიოლდე), ერიან ნიულანდი (ლაიპციგი), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნდი).

მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ფრედრიკ ბიერკანი (ბუდე გლიმტი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), სტეფან სტრანბერგი (ვოლერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი).

ნახევარმცველები: ფრედრიკ ეურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბუდე გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინჰილდსენი (მიოლდე), მატს მელერ დელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიუნუსი (საუთჰემპტონი), მორტენ ტორსბი (უნიონ ბერლინი), ოლა სოლბაკენი (რომა), კრისტიან ტორსტვედტი (სასუოლო), ჰუგო ვეტლესენი (ბუდე გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი).

თავდამსხმელები: ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი (სიტი), ალექსანდერ სორლოტი (სოსიედადი), იორგენ ლარსენი (სელტა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმი არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები