თბილისის დინამო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

ხარაიშვილმა დაბრუნება გოლით აღნიშნა - მოქმედმა ჩემპიონმა სამგურალს მოუგო

„კისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ დღეს მე-4 ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ, 0:0 მორჩა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარში გოლის გატანა ვერ შეძლეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიშის გახსნა 69-ე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შედეგად შეძლო. თავდაპირველად, მთავარმა მსაჯმა საჯარიმოს მისადგომებთან საჯარიმო დანიშნა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, მოისწრაფიშვილსაც კი გოლის გატანა არ გასჭირვებია.

თბილისელმა ფეხბურთელებმა მატჩის ბედი საბოლოოდ თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შეძლეს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახლადდაბრუნებულმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა, რომელმაც გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ შესრულებული ლამაზი საგოლე გადაცემა გამოიყენა.

4 ტურის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილს 12 ქულით თბილისის „დინამო“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 10 ქულით ბათუმის „დინამო“ იმყოფება, მესამე პოზიციას კი ქუთაისის „ტორპედო“ იკავებს.

მე-5 ტურის შეხვედრები 18-19 მარტს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
REPUBBLICA: რეალმა ხვიჩას შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
REPUBBLICA: რეალმა ხვიჩას შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა