თვის საუკეთესო ფეხბურთელი - რონალდუს კარგი თამაში დაუფასდა
კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრში“ ტრანსფერს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ახალ გუნდში ისეთ დონეზე თამაშობს, რომ ყველას დაავიწყა მისი ასაკი და ბოლო პერიოდში განცდილი ჩავარდნა „მანჩესტერ იუნაიტედში“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 38 წლის შემტევი საუდის არაბეთის პრო ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თანაც სრულიად დამსახურებულად.
5 ოქროს ბურთის მფლობელმა თებერვალში 4 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
Cristiano Ronaldo is the Saudi Pro League Player of the Month for February with eight goals and two assists in four games ???? pic.twitter.com/GPpciONSRI
— B/R Football (@brfootball) February 28, 2023
მაგალითად, პრო ლიგის გასულ ტურში „ალ ნასრი“ „დამაკს“ ესტუმრა და რონალდუს ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება კრიშტიანუს ევროპაში დაბრუნების შესახებ. ვეტერან პორტუგალიელს „ნიუკასლს“ უკავშირებენ.