გიორგი შერმადინი
Aa
Aa

მხარი დაუჭირეთ გიორგის - შერმადინს MVP-ის მოგების შანსი აქვს

ფიბას ოფიციალურ ვებგვერდზე ბოლო სათამაშო დღის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ MVP-ის ჯილდოზე 5 მოთამაშე წარადგინა და ერთ-ერთი გიორგი შერმადინი გახლავთ.

„ბოლო გიორგი შერმადინია. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან ისლანდიასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა. შერმადინმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მან 9-დან 9 ბურთი ჩააგდო, 23 ქულა ჰქონდა და თებერვალში არც ერთი სროლა არ გაუფუჭებია“, - წერს ფიბას ვებგვერდი.

გულშემატკივრებს თავიანთი რჩეულისთვის ხმის მიცემა ფიბას ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ. ამ წუთისთვის, შერმადინი დამაჯერებლად ლიდერობს და ხმების 79 პროცენტი აქვს მიღებული. ცნობისთვის, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30 გახლავთ და ზემოთ ხსენებულ ხუთეულში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ იოჰანეს ვოიტმანს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორც იქნა წყევლას წერტილი დაუსვა - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე
როგორც იქნა წყევლას წერტილი დაუსვა - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე