შოთა არველაძე, რეინჯერსი, მაიკლ ესიენი
Aa
Aa

არველაძე, ვან პერსი, სტამი - აიბროქსზე ლეგენდების მატჩი დაიგეგმა

გასული წლის 26 მარტს „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა შოთა არველაძემ მიიღო და გოლიც გაიტანა.

ლეგენდარული ქართველი ყოფილი ფეხბურთელის „ინსტაგრამ“ გვერდის მეშვეობით გავიგეთ, რომ ლეგენდების მატჩი 2023 წლის 26 მარტს კიდევ გაიმართება, სადაც, რა თქმა უნდა, თავად შოთა ისევ მიიღებს მონაწილეობას.

ჯერჯერობით სხვა არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუ იმ სურათს გავითვალისწინებთ, რომელიც არველაძემ სოციალურ ქსელში დადო უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ მატჩში მასთან ერთად რობინ ვან პერსი, სტამი, პოლ სქოულზი, ესიენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

„კიდევ ერთხელ „რეინჯერსის“ მაისურის ჩაცმა და გულშემატკივრების წინაშე თამაში ფანტასტიკური იქნება. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ასეთი მატჩები ყოველთვის მოსწონს. ორივე გუნდში რამდენიმე ლეგენდა ითამაშებს და გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ. „აიბროქსზე“ დაბრუნება ყოველთვის კარგია.“

- წერს არველაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟურნალისტთა ასოციაცია - დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია
ჟურნალისტთა ასოციაცია - დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია