კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ყველამ იცის რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა რასაც ნიშნავს

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ მადრიდული დერბის წინ, პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პაპა კარლომ“ საუბარი სერხიო რამოსით დაიწყო, რომელმაც გუშინ სანაკრებო კარიერა დაასრულა:

რამოსზე

„თუ მოთამაშე შესაბამის კონდიციებშია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 17 წლის თუ ხარ და არ იმსახურებ, მაშინ არც უნდა ითამაშო. ისევე როგორც 35, 36 ან 37 წლის ასაკში. თქვენ ყოველდღიურად უნდა შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები“.

ატლეტიკოსთან მატჩი და მდგომარეობა ლა ლიგაში

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. კარგ დინამიკაში. განსაკუთრებული მატჩი გველის. ატლეტიკო კარგ ფორმაშია და მოსაგებად მოდის. ისევე როგორც ჩვენ. ეს ლამაზი მატჩი იქნება, ისევე როგორც თასზე.

ბარსელონასთან 8-ქულიანი ჩამორჩენა არ მომწონს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. სეზონის მსვლელობისას ბევრი პრობლემა გვქონდა“.

ვინისიუსზე

„ვინი ტრავმას იშვიათად იღებს, თითქმის არასდროს. მას სანახაობრივი გენეტიკა აქვს. მისი პროფესიონალიზმი სამაგალითოა, რადგან ის საკუთარ თავს დიდ ყურადღებას უთმობს. ის არის ბიჭი, რომელიც სამუშაოზე ძალიან არის ფოკუსირებული“.

რეალი და ჩემპიონთა ლიგა

„ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ლიგა რეალისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა ტურნირის მოსაგებად ბრძოლას არ ვაპირებთ, მათ შორის ლა ლიგისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია