კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ფიფა The Best-ის სამივე ფინალისტს ცერემონიაზე დასწრებისკენ მოუწოდებს

27 თებერვალს, პარიზში FIFA წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს. ფინალისტები ბენზემა, მესი და მბაპე არიან.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ FIFA გამარჯვებულის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს და სამივე ფინალისტს ცერემონიაზე დასწრებას სთხოვს.

ბოლო წლებში თითქმის ყველა ფინალისტმა ნომინანტმა იცოდა, თუ ვინ გახდებოდა გამარჯვებული და იყო შემთხვევები, როცა სხვა ფინალისტები ამის გამო ცერემონიას აღარ ესწრებოდნენ. როგორც ჩანს, FIFA-ს ამ ფაქტის თავიდან არიდება და ინტრიგის ბოლომდე შენახვა სურს.

2021 წელს FIFA-ს The Best-ის გამარჯვებული რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა მესისა და სალაჰს აჯობა.

მიმდინარე წლის ფავორიტად ქარიმ ბენზემა ითვლება, თუმცა ბევრი ლეო მესის მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“