საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი
Aa
Aa

ჰატაისპორის სპორტული დირექტორი მიწისძვრას ემსხვერპლა

თურქული „ჰატაისპორის“ სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი მიწისძვრას ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტი 6 თებერვლალს ნანგრევებში აღმოჩნდა და მას შემდეგ მისი ძებნა მიმდინარეობდა, ახლახან კი კლუბმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, „ჰატაისპორის“ სპორტული დირექტორი დაიღუპა.

შეგახსენებთ, „ჰატაისპორისა“ და განის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

„ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჯანიძეა. გამომდინარე იქიდან, რომ მიწისძვრის შემდეგ კლუბმა ჩემპიონატში ასპარეზობა შეწყვიტა, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით „კარაგიუმრიუკში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. შემდგომში მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს
ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს