რეალი, ატალანტა, რასმუს ჰოილუნი
Aa
Aa

ჰოილუნდს აკვირდება - რეალმა სკაუტები იტალიაში გააგზავნა

რამდენიმე კვირის წინ, El Nacional-მა გვამცნო, რომ „რეალი“ და „ბარსელონას“ „ატალანტას“ ამომავალი ვარსკვლავით რასმუს ჰოილუნდით ინტერესდებოდნენ.

დანიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „არსენალმაც“ გამოხატა, მაგრამ „ბლანკოსი“ ყველაზე მეტს აქტიურობს.

La Repubblica-ს ცნობით, მადრიდულმა გრანდმა იტალიაში თავისი სკაუტები გააგზავნა. ისინი ჰოილუნდს „ლაციოს“ წინააღმდეგ დააკვირდნენ და საკმაოდ კმაყოფილებიც დარჩნენ.

ცნობისთვის, იტალიურ მედიაში რასმუსს ახალ ვარსკვლავად თვლიან და ამბობენ, რომ დუსან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შემდეგ, ძვირად გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ ის არის. ჰოილუნდმა 2023 წელი ბრწყინვალედ დაიწყო. ნიჭიერმა თავდამსხმელმა ზედიზედ 4 შეხვედრაში გაიტანა და „რეალის“ ინტერესი სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა დანიელმა მიმდინარე სეზონში "ატალანტას" მაისური ყველა ტურნირზე ერთად 21-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი შესაძლოა ნაკრებში დააბრუნონ - თან კაპიტნად
რამოსი შესაძლოა ნაკრებში დააბრუნონ - თან კაპიტნად