ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი თამაშის სანახავად ფულის გადახდა ნამდვილად ღირს“ - რას წერენ ხვიჩას გოლზე

ამ წუთებში, „სასუოლოსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება მიმდინარეობს და „პარტენოპეი“ ორი ბურთით იგებს. ნეაპოლური გრანდის მაისურით თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ფენომენალური გოლი გაიტანა და „კვარას“ შედევრს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აი, რას წერენ ცნობილი გამოცემები და ჟურნალისტები ხვიჩას გოლზე

„ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია. იგი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლის თამაშის სანახავად ბილეთში ფულის გადახდა ნამდვილად ღირს. რა სეზონი აქვს ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს! 10 გოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში! საოცარი სტატისტიკა! 77 ნომერი მეტოქეებს ანადგურებს“ – Marca-ს ჟურნალისტი, ხუან დი შიაშიო.

„ეს კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო. ბრწყინვალე ინდივიდუალური სამუშაო გასწია“, - ცნობილი გამოცემა Get Italian Football News.

„კვარაცხელია საოცარია. მოედნის ცენტრიდან დრიბლინგი დაიწყო, ორ ფეხბურთელს გასცდა და მესამეს ბურთი ფეხებშუა განზრახ გაუძვრინა, რასაც გოლი მოჰყვა. ხვიჩა კვარაცხელია - 10 მილიონი, უკრაინელი დენ ჯეიმსი - 100 მილიონი“, - იტალიელი ჟურნალისტი, კარლო გარგანეზე.

„ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ტალანტია“ - ცნობილი გამოცემა GOAL-ი.

„როცა გეგონათ, რომ კვარადონამ ყველაფერი გააკეთა, ჯადოსნური ჩანთიდან ეს გააჩინა. სეზონში, რომელშიც ბევრი მაგარი მომენტი შემოგვთავაზა, ეს ალბათ, მისი საუკეთესო გოლი გახლავთ“, - საშა პიზანი. სპორტულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

„ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის უბრალოდ საოცარია. მიზეზი, რის გამოც, მასზე სათანადოდ არ საუბრობენ, არის ის, რომ არავინ იცის, მისი გვარი როგორ წარმოთქვას ან Google-ის დახმარების გარეშე როგორ დაწეროს“, - Youtube არხი, Tactical Manager-ი.

„დღეს მან ისევ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ინსინიე არაა? პრობლემა არაა. და იმის გახსენება, რომ მის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადეს...“ - მექსიკური გამოცემა, Invictos-ი.

„ნახევარდაცვიდან დაიწყო, ნახევარი გუნდი უკან დატოვა, ათიანში“ – GOAL Italia.

„ვიქტორ ოსიმენის ბრწყინვალე ფორმა ხალხს ავიწყებს, რომ ნაპოლიმ კიდევ ერთი საოცარი ტრანსფერი გაჩარხა და ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონად გაიფორმა“ - ჟურნალისტი ოკონ ნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: „ნეაპოლში გიჟური ატმოსფეროა, კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს“
ფაბრიციო რომანო: „ნეაპოლში გიჟური ატმოსფეროა, კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს“