ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

პირველი 2007 წლის შემდეგ? - ხვიჩა და ოსიმენი საინტერესო სტატისტიკასთან ახლოს

Football Italia-ს ცნობით, 2006-07 წლების სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ტოპ ლიგის პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც სადებიუტო სეზონში მინიმუმ 10 გოლს გაიტანა და ამდენივე საგოლე პასს შეასრულებს. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 18 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა.

2006-07 წლების სეზონში ბრაზილიელმა დიეგო რიბას და კუნიამ „ვერდერის“ რიგებში ბუნდესლიგის 33 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა. სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ შეხვდება, აღნიშნული შეხვედრა დღეს, 17 თებერვალს გაიმართება და ხვიჩას ბრაზილიელის სტატისტიკის გამეორების რეალური შანსი აქვს. 

ამასთან ერთად, 1994-95 წლების შემდეგ ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა გახდეს „ნაპოლის“ პირველი მოთამაშე, რომელიც სერია ა-ში 7-მატჩიან მოგებათა სერიისას 7-ვე შეხვედრაში გოლს გაიტანს. „ნაპოლიმ“ სერია ა-ს ბოლო ექვსი მატჩი მოიგო და ნიგერიელმა გოლი ყველა შეხვედრაში გაიტანა.

22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისინი განსხვავებას ქმნიან - Gazzetta სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე წერს
ისინი განსხვავებას ქმნიან - Gazzetta სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე წერს