რონალდუს შემდეგ მესიც? ლეომ შესაძლოა ევროპა დატოვოს
Aa
Aa

რონალდუს შემდეგ მესიც? ლეომ შესაძლოა ევროპა დატოვოს

პსჟ მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას უკვე დიდი ხანია ცდილობს და თუ, აქამდე სიტუაცია პარიზელთა სასარგებლოდ იყო, მეტი ოპტიმიზმი ნელ ნელა ქრება. L'Équipe-ი წერს, რომ არგენტინელი კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

მესის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში სრულდება და ლეო თავისუფალი აგენტი ხდება. წყაროს ცნობით, ოთხშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

იანვარში პსჟ მესისთან კონტრაქტის განახლების თაობაზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა ლეოს ხელშეკრულების 1-წლიანი ვადა არ აკმაყოფილებს და მას სავარაუდოდ მინიმუმ 2 სურს.

მესისა და პსჟ-ს წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში იგეგმება. თუმცა, L'Équipe მესის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ „მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფართოდ გაღებული კარი ნელ-ნელა იკეტება".

პსჟ-ს ჰქონდა განცდა, რომ მესი უბრალოდ დროზე თამაშობდა. იანვრის დასაწყისიდან მხარეებს კონტრაქტის გაგრძელებაზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, მაგრამ არგენტინელის გარემოცვა ლეოს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებსაც იკვლევდა.

„მისი კონტრაქტის განახლება უფრო და უფრო პრობლემურია", - აცხადებენ კლუბში.

L'Équipe-ი ასევე ლეოს „ბარსელონაში“ დაბრუნების ვარიანტზეც წერს და ამბობს, რომ თუ ის ოდესმე განიხილავს „ბარსელონაში“ დაბრუნებას, ეს 6 თვით მოხდება და მისი ევროპული კარიერა ასე დასრულდება. შემდეგ არგენტინელი MLS-ში წავა. საუბარია დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამიზე“.

წყარო აღნიშნავს, რომ კარიერაში უკვე ყველაფრის მომგები მესი, სულ უფრო და უფრო ნაკლებად თვლის, რომ მისი მომავალი პსჟ-სთან არის დაკავშირებული.

35 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობოტკა: „გუნდში უცნობი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენი არავის სჯეროდა“
ლობოტკა: „გუნდში უცნობი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენი არავის სჯეროდა“