პსჟ, სერხიო რამოსი, იულიან ნაგელსმანი, მიუნხენის ბაიერნი, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

„პსჟ-ს პასიურობით გაკვირვებული ვარ“ - ნაგელსმანისა და გალტიეს კომენტარები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე პსჟ-ბაიერნის პირველი დაპირისპირება პარიზში გაიმართა. გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელის, კინგსლი კომანის გოლით გაიმარჯვა - 0:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მიუნხენის „ბაიერნმა“ 53-ე წუთზე გახსნა, ცვლილებაზე გამოსული ალფონსო დევისის საგოლე პასით კინგსლი კომანმა გერმანული კლუბი დააწინაურა. კომანმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

 

მატჩის მიმოხილვა 

პსჟ-ს სასტარტო 11-ეულში 16 წლისა და 343 დღის ასაკში ვარენ ზაირ-ემერიმ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადიის ისტორიაში ფრანგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც სასტარტოში მოხვდა.

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი: „საწყისი 25 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და კარისკენ უფრო ხშირად დარტყმა შეგვეძლო. ჩემი გუნდი ძალიან გაკვირვებული იყო იმით, რომ პსჟ ფეხბურთელები ბურთს ხშირად ვერ იღებდნენ, მეტოქე პასიური იყო.

ვიცოდი, რომ პსჟ თავს ყოველთვის კარგად იცავს, თუმცა დღეს ასე არ იყო. განსხვავებული პსჟ ვნახე, რომლის ფეხბურთელებს ბურთის დაბრუნების გეგმა არ ჰქონდათ. 

პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმიც შესანიშნავად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ბალანსი დავკარგეთ და მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა, თუმცა ორივე თამაშგარედან“.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე: „მიუნხენის „ბაიერნმა“ გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ჩვენ სათანადოდ ვერ ვუპასუხეთ. „ბაიერნმა“ 60 წუთი გვაჯობა და ჩვენ მხოლოდ 25 წუთი გამოვიყურებოდით უკეთ“.

პსჟ-ს მცველი სერხიო რამოსი: „იმედგაცრუებული ვარ. მეორე შეხვედრაში ხასიათი უნდა ვაჩვენოთ. გერმანიაში უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, თუმცა ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ ცუდად ითამაშებ, ზოგჯერ - კარგად“.

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პსჟ-ს საპასუხო დაპირისპირება 9 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე ძირითადში არ იქნება | კილიანს თამაში ძალიან უნდოდა
მბაპე ძირითადში არ იქნება | კილიანს თამაში ძალიან უნდოდა