ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 მარცხი - მამარდას ვალენსია გასავარდნ ზონაშია

ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ბილბაოსთან“ 1:2 დამარცხდა. „ღამურებმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დათმეს, გუნდი კრიზისშია, „ბილბაოსთან“ მარცხის შემდეგ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა, 21 ტურში მხოლოდ 20 ქულა დააგროვა, მე-18 პოზიციაზეა და მე-17 ადგილზე მყოფ „ესპანიოლს“ 1 ქულით ჩამორჩება.

ანგარიში მე-17 წუთზე კასტილეხომ გახსნა. 30-ე წუთზე ბასკების შეტევა ნიკო უილიამსის გოლით დასრულდა. „ვალენსიას“ საყრდენი ზონა და დაცვის ხაზი ჩავარდა, უილიამსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. 72-ე წუთზე ოიან სანსეტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა, თუმცა მისი თანაგუნდელების თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. რეალურია, რომ „ღამურები“ ლა ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.

მეორე ტაიმში ნიკო უილიამსს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მამარდაშვილი კარიდან გამოვიდა, უილიამსს სივრცე შეუზღუდა და „ვალენსია“ გოლს გადაარჩინა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21-ვე შეხვედრაში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. გარდა ამისა, გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე, გულიტი, ლეაო  -  მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა